LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა და თაილა ერთობლივ სიმღერას გამოუშვებენ

137
photo-collage.png (12)

გავრცელებული ინფორმაციით, შაკირა თაილასთან თანამშრომლობით ახალ სიმღერას გამოუშვებს. ჭორებს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ორი არტისტი არგენტინაში ერთად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ 7 და 8 მარტს, შაკირამ კონცერტები არგენტინაში გამართა, თაილა კი ბუენოს-აირესში სწორედ მათი ერთობლივი ნამუშევრის კლიპის გადაღებებისთვის ჩავიდა.

ოფიციალური კომენტარი კოლაბორაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.

თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კოლუმბიელი და სამხრეთ აფრიკელი მომღერლები დუეტს შემოგვთავაზებენ.

ცნობისთვის, ამჟამად, შაკირა მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეშია, რომელიც 11 თებერვალს დაიწყო და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები