LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შაკირა, ჩვენ მზად ვართ” – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეო, რომელშიც მესი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ

179
photo-collage.png

ქსელში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნზე – Dai Dai, რომელსაც შაკირა და Burna Boy ასრულებენ, კლიპი გამოქვეყნდა. სიმღერის რელიზი, 15 მაისს შედგა.

ვიდეოში მომღერლებთან ერთად, ლიონელ მესი და კილიან მბაპე მონაწილეობენ.

მუსიკალურ რგოლში ასევე ჩნდებიან ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, ჰარი კეინი, ალფონსო დეივისი, როდრი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები.

კლიპი მოიცავს კადრებს მაიამიდან, მექსიკიდან და ბრაზილიის საკულტო, „მარაკანას“ სტადიონიდან.

ვოდეო მბამპეს შაკირასადმი მიმართვით და სხვა ფეხბურთელების მიერ წარმოთქმული ფრაზით – „ჩვენ მზად ვართ“ იწყება.

ცნობისთვის, შაკირა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ფიგურაა, რის გამოც მას ხშირად „მუნდიალის დედოფალსაც“ უწოდებენ. Dai Dai-ს ჩათვლით, კოლუმბიელ მომღერალს ჩემპიონატებისთვის ჩაწერილი ოთხი ძირითადი სიმღერა ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები