LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი, ლისა, თაილა, შაკირა – ცნობილია, ვინ იმღერებენ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე

243
3c8c7b10-aef2-443a-ad10-24863dd5e142

წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას, უპრეცედენტო მასშტაბი ექნება.

ტურნირის ისტორიაში პირველად, სამივე მასპინძელ ქვეყანაში – აშშ, მექსიკა და კანადა – ჩემპიონატის გახსნის დამოუკიდებელი საზეიმო ცერემონიები გაიმართება.

11 ივნისს, ჩემპიონატის გახსნაზე, რომელიც მეხიკოში შედგება, ადგილობრივი მუსიკოსები და ბენდები, ასევე საერთაშორისო ვარსკვლავები მათ შორის, თაილა წარდგებიან.

დღეს დაგეგმილ გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას შაკირა და Burna Boy-ც მიიღებენ. ისინი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს – Dai Dai შეასრულებენ.

,,შაკირა, ჩვენ მზად ვართ” – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეო, რომელშიც მესი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ

12 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ჩემპიონატის გახსნის ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი, კეტი პერი იქნება. SoFi Stadium-ზე ასევე ლისა, Future, Anitta, Rema და თაილა იმღერებენ.

იმავე დღეს ტორონტოში, გახსნის ცერემონიას მუსიკალურად ლოკალური სცენის მომღერლები, მათ შორის ალანის მორისეტი და მაიკლ ბუბლეი გააფორმებენ.

ფიფა-ს მსოფლიო თასის 23-ე გათამაშება 11 ივნისიდან – 19 ივლისამდე ჩატარდება. ჩემპიონატის ძირითადი მასპინძლელი აშშ, ხოლო თანამასპინძლები – კანადა და მექსიკაა. ეს ისტორიაში პირველი მუნდიალი იქნება, რომელსაც ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები