რიკი მარტინი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. პუერტორიკოელი არტისტი აქტიურ საკონცერტო ტურნეში იმყოფება. მან ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონცერტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამართა. ლათინური პოპის ვარსკვლავმა მსმენელის წინაშე თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები, Livin’ la Vida Loca, She Bangs, María და The Cup of Life შეასრულა.
რიკი მარტინის ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსები
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიკი მარტინმა კონცერტები იტალიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, უნგრეთსა და თურქეთში გამართა. სულ ცოტა ხანში კი საქართველოსკენ აიღებს გეზს.
54 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ევროპული ტურნედან არაერთი შთამბეჭდავი კადრი გაავრცელა.
შეგახსენებთ, 16 ივლისს, რუსთავში, მომღერლის კონცერტი გაიმართება. ლათინური პოპის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.
რიკი მარტინი ქალიშვილთან ერთად ერთად გადაღებულ იშვიათ ფოტოს გვიზიარებს
მზად ხარ საქართველო? – 54 წლის რიკი მარტინი ცხელ ფოტოებს გვიზიარებს