LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინის ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსები

115
photo-collage.png (37)

რიკი მარტინი, რომლის სრული სახელი – ენრიკე მარტინ მორალესია, საყოველთაოდ აღიარებულია როგორც „ლათინური პოპის მეფე“. პუერტორიკოელი მომღერლის მუსიკალური კარიერა 35 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში კი, მას მსოფლიო მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

მისი 1999 წლის ალბომი – Ricky Martin გლობალურ ფენომენად იქცა. ეს იყო შემსრულებლის პირველი ალბომი ინგლისურ ენაზე, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. მასში შესული მსოფლიო ჰიტის – Livin’ la Vida Loca და 1999 წლის ,,გრემის” დაჯილდოებაზე ცეცხლოვანი გამოსვლის წყალობით, ალბომმა სათავე დაუდო ე.წ. ,,ლათინურ აფეთქებას“.

სწორედ მარტინმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ლათინური პოპის გლობალურ პოპულარიზაციაში და ამ წარმატებით ამერიკულ და გლობალურ პოპ-ჩარტებში გზა გაუკვალა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, შაკირა, კრისტინა აგილერა, მარკ ენტონი, სანტანა და ენრიკე იგლესიასი.

იმ ფონზე, როცა 16 ივლისს, რიკი მარტინი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ კონცერტს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს, ,,ფორტუნა პლუსი” გთავაზობთ არტისტის ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ პერფორმანსებს:

რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება

1999 წლის Grammy Awards

საკულტო შესრულება, რომელმაც სათავე დაუდო ლათინური მუსიკის ბუმს აშშ-სა და მსოფლიოში. ცერემონიაზე მარტინმა მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნიLa Copa de la Vida წარადგინა.

MTV Unplugged (2006 წ.)

მარტინის ცნობილი აკუსტიკური კონცერტი, რომელიც გადაიზარდა წარმატებულ ალბომად და მსმენელს აჩვენა მისი ვოკალური შესაძლებლობები სრულიად განსხვავებული, ინტიმური კუთხით.

Black & White Tour (2006-2007 წწ.)

ენერგიული მსოფლიო ტურნე, სადაც შესრულებული ქორეოგრაფიები და ვიზუალური შოუები, განსაკუთრებით ჰიტებზე – Livin’ la Vida Loca და Drop It on Me, დღემდე მის საუკეთესო საკონცერტო ნომრებად ითვლება.

MTV Video Music Awards (2025 წ.)

26 წლის შემდეგ პირველად, შარშან რიკი მარტინი MTV Video Music Awards-ზე წარდგა, რაც საღამოს ერთ-ერთ ,,ჰაილაითად” იქცა. ღონისძიებაზე არტისტს საპატიო პრემია – Latin Icon Award მიენიჭა, რომელიც დაჯილდოების ისტორიაში პირველად გაიცა.

მარტინის დებიუტი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 1999 წელს შედგა. მაშინ მას სიმღერისთვის – Livin’ la Vida Loca, 5 ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ისტორიაში ის პირველი ლათინოამერიკელი არტისტია, ვინც ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” წარადგინეს.

@poprewind PopRewind 💽 Ricky Martin – Livin' La Vida Loca Live @ MTV VMAs 1999 #poprewind #rickymartin #music #foryou #foryoupage #fy #fyp #throwback #2000s #2000smusic #throwbacksongs #2000sthrowback #live #concert #livinlavidaloca #vma ♬ original sound – 🅿🅾🅿🆁🅴🆆🅸🅽🅳

Super Bowl LX Halftime Show (2026 წ.)

შოუში, რომლის ჰედლაინერიც, ბედ ბანი იყო მარტინმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ რიკი მარტინის რუსთავში ჩანიშნულ კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით, ნატალია იმბრულია იმღერებს.

ნატალია იმბრულია რიკი მარტინის კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები