LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინის კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა

473
page

რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც საქართველოში 16 ივლისს იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქეებმა Biletebi-ისგან მიიღეს.

„მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა. თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

fortuna.ge-ს ესაუბრა biletebi.ge-ს წარმომადგენელი, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა:

„სამწუხაროდ, არ ვიცით მიზეზი, რის გამო აღარ ჩამოდის რიკი მარტინი. ორგანიზატორის ინფორმაციით ვიცით ის, რომ თავად რიკიმ გააუქმა შოუ…“

რიკი მარტინის ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები