რიკი მარტინი ყაზახეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს. მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ალმათს თვითმფრინავის სალონიდან რუსულად, გულთბილ სალამს ეუბნება. რუსული მისალმებით დაიწყო შოუ 54 წლის არტისტმა ალმათის სტადიონზეც.
მანამდე რიკიმ კონცერტი თურქეთში, სტამბოლში ჩაატარა და წესით ყაზახეთში ვიზიტამდე საქართველოში უნდა ჩამოსულიყო თუმცა, მოგეხსენებათ მან დაგეგმილი შოუ გააუქმა.
ცნობისთვის, რიკი მარტინის კონცერტი საქართველოში 16 ივლისს იყო დაგეგმილი, ის მომღერლის გადაწყვეტილებით შოუმდე ერთი დღით ადრე გაუქმდა.
„მხოლოდ ის ვიცით ის, რომ თავად რიკიმ გააუქმა შოუ…“, – განუცხადა fortuna.ge-ს biletebi.ge-ს წარმომადგენელმა.
რიკი მარტინის კონცერტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ დასახელებულა.
რიკი მარტინის კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა
