LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კონცერტის გაუქმების ფონზე რიკი მარტინის უახლესი ფოტოები და უამრავი ვარაუდი, რომელიც ვრცელდება

1563
page

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც საქართველოში 16 ივლისს იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

„მხოლოდ ის ვიცით ის, რომ თავად რიკიმ გააუქმა შოუ…“, – განუცხადა fortuna.ge-ს biletebi.ge-ს წარმომადგენელმა.

რიკი მარტინის კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა

ყოველივე ამის ფონზე, თუკი პუერტორიკოელი არტისტის ოფიციალურ „ინსტაგრამს“ ეწვევით, ნახავთ მის ბოლო პოსტებს, ფოტო/ვიდეო მასალას, რომელიც მისი, სულ ცოტა ხნის წინ, უნგრეთსა და თურქეთში სტუმრობისას არის გადაღებული.

ამ დრომდე არტისტსა და მის წარმომადგენლობას საქართველოში გაუქმებული კონცერტის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა სოციალურ ქსელში არაერთი ვარაუდო ვრცელდება.

არტისტის პირადი გადაწყვეტილება – ეს არის ერთადერთი ოფიციალური განმარტება, რომელიც ორგანიზატორებმა გაავრცელეს. მათ აღნიშნეს, რომ მიზეზი მათთვისაც უცნობია.

არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ზოგჯერ კონცერტი ავადმყოფობის, ხმის პრობლემების ან გადაღლილობის გამო უქმდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ეს, როგორც წესი, ოფიციალურად ცხადდება ხოლმე.

უსაფრთხოების საკითხები – სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა უსაფრთხოების რისკებს უკავშირდებოდეს.

დაბალი გაყიდვები – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიაა ინტერნეტში. თუმცა, საქართველოში ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

ლოგისტიკური ან საორგანიზაციო პრობლემები – ზოგიერთი მედია საშუალება ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა ტურის ორგანიზებას უკავშირდებოდეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის რიკი მარტინის კონცერტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. ბილეთების თანხა სრულად დაბრუნდება.

რიკი მარტინის ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები