რიკი მარტინი სამსახიობო კარიერას აგრძელებს და ამჯერად საზოგადოების წინაშე ახალი ფილმით, Hombre al agua წარდგა, რომლის პრემიერაც „ვენეციის კინოფესტივალზე“ გაიმართა.
54 წლის მომღერლისა და მსახიობის დებიუტი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 6 სექტემბერს შედგა. მარტინთან ერთად პრემიერას ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, მანუელ გარსია-რულფო და რეჟისორი, გაელ გარსია ბერნალი ესწრებოდნენ. პრემიერის სტუმრებს შორის იყო მსახიობი და რეჟისორი, დიეგო ლუნაც.
ფილმი რიკი მარტინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მისი ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი, სრულად ესპანურენოვანი კინოროლია.
რაც შეეხება მის „ლუქს“, პუერტორიკოელმა ვარსკვლავმა ამჯერადაც ელეგანტური და დახვეწილი იმიჯი მოირგო. მას თეთრი, ორბორტიანი პიჯაკი, შავი შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა.
„აი, ასე უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი მამაკაცი!“, – ასე აფასებენ მედიაში რიკის გამოჩენას.
რიკი მარტინის ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსები