LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი, პინკი, შაკირა და ლორინ ჰილი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ვერ მოხვდნენ – ახალი წევრების სია ცნობილია

209
cde70df4dd1d17c394f723c9451115bf

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს 8 ახალი წევრი ჰყავს. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: 

  • ფილ კოლინზი
  • ბილი აიდოლი
  • Iron Maiden
  • Joy Division/New Order 
  • Oasis 
  • Sade
  • ლუთერ ვანდროსი
  • Wu-Tang Clan

წელს საერთო ჯამში თემატური კატეგორიის 17 პრეტენდენტი დასახელდა, რომელთა შორის ათმა ნომინაცია პირველად, სამმა მეორედ, ხოლო ოთხმა – მესამედ მიიღო.

მუზეუმში შესაყვანად ასევე ისეთი არტისტებისა და ჯგუფების კანდიდატურებიც განიხილებოდა, როგორებიც არიან: The Black Crowes, მერაია ქერი, ჯეფ ბაკლი, მელისა ეთერიჯი, ლორინ ჰილი, INXS, New Edition, პინკი და შაკირა.

აღსანიშნავია, რომ მერაია ქერი დარბაზის წევრობაზე ნომინირებული ზედიზედ მესამედ იყო, თუმცა ამჯერადაც მის მიღმა დარჩა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაწევრიანების წლევანდელ ნომინანტთა სია ცნობილია – კანდიდატთა შორის არიან მერაია ქერი, პინკი, შაკირა და ლორინ ჰილი

ამასთან, გამოვლინდნენ ადრეული გავლენისა და მუსიკალური ბრწყინვალების, ასევე აჰმეტ ერტეგანის ჯილდოს ლაურეატებიც.

ინფორმაცია ამის შესახებ ტრადიციულად American Idol-ის ლაივისას გასაჯაროვდა. ცნობისთვის, მიმდინარე 24-ე სეზონის 13 აპრილის შოუზე, კონკურსანტებმა სხვადასხვა დროს დარბაზში შესული მუსიკოსებისა და კოლექტივების ჰიტები შეასრულეს.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია 14 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. ცერემონია კალიფორნიაში ზედიზედ მეორედ ჩატარდება, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, 2027 წელს ღონისძიება კვლავ მშობლიურ ქალაქს, კლივლენდს დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები