LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების სია ცნობილია

133
Untitled

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების სია ცნობილია. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: მერი ჯეი ბლაიჯი, შერი, პიტერ ფრემპტონი, ოზი ოსბორნი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი, Dave Matthews Band, Foreigner, Kool & the Gang და A Tribe Called Quest.

ინფორმაცია ამის შესახებ American Idol-ის 22-ე სეზონის ლაივისას, ლაიონერ რიჩიმ და რაიან სიკრესტმა გაასაჯაროვეს. ცნობისთვის, 21 აპრილის შოუზე, კონკურსანტებმა დარბაზში შესული სხვადასხვა მუსიკოსისა და კოლექტივის ჰიტები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ წელს საერთო ჯამში თემატური კატეგორიის 15 კანდიტატი დასახელდა, რომელთა შორის ათმა ნომინაცია პირველად მიიღო. ამ სიაში ასევე შედიოდნენ: მერაია ქერი, ლენი კრავიცი, გარდაცვალების შემდეგ – შინეიდ ო’კონორი, Oasis, Sade, Eric B. & Rakim და Jane’s Addiction.

შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვედრით, იმ მომღერლებისა თუ ჯგუფების უდიდეს ღვაწლს აღიარებენ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მუსიკის განვითარებაში. დარბაზში მოსახვედრად, სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წელი უნდა იყოს გასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები