მსახიობისა და მომღერლის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა.
„მძულს 14 ივლისი! მენატრები“ – გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა
აღნიშნულ თარიღს გიორგი ფოჩხუას და, მომღერალი ელენე ფოჩხუა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
„ისევ ისე მტკივა. ტკივილი არ ნელდება, უბრალოდ ტკივილთან ცხოვრება ვისწავლეთ. მიყვარხარ! ჩემი გიო ხარ შენ. 14 წელიც გავიდა უშენოდ“, – წერს ელენე ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გიორგი ფოჩხუა 2012 წელს, ანაკლიაში გარდაცვლილი იპოვეს.
