LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაული გაზრდილია – გიორგი გახარია

16

 „რელუარდ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც წელიწადნახევრის წინ იქნა მიღებული, გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდა,“ –  ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა.

გახარიას თქმით, რეფერირების სისტემამ უნდა იზრუნოს იმ არასრულწლოვნებზე, რომლებსაც რესოციალიზაცია სჭირდებათ.

პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხვალ უნდა გამოუცხადოს, მანამდე კაბინეტის წარდგენილი წევრები პარლამენტარებს საკომიტეტო მოსმენების ფორმატით ხვდებიან და აცნობენ მთავრობის სამოქმედო გეგმას და ხედვებს კონკრეტული მიმართულებებით.

ამ წუთებში მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები, რომელიც თემატურად ოთხ ჯგუფად იმართება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები უმრავლესობა-უმცირესობასთან და ორ ოპოზიციურ ფრაქციასთან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურების რეფორმების შედეგად, მინისტრთა კაბინეტი 13 მინისტრამდე შემცირდა და, ასევე, შენარჩუნდა სახელმწიფო მინისტრების პოსტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g