„ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვსო – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ, აბა“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე „სიგიჟეებს ჰყვებოდა“.
მისივე თქმით, გადადგომასთან დაკავშირებით გახარიამ „მხდალი“ გადაწყვეტილება მიიღო.
შალვა პაპუაშვილი: „საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება – გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის მოქმედებდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად“
„ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში – ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში – სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება“
„გაფართოებული პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე, რომ მოგვეხსნა მანდატი [მელიასთვის]. ვერ გააკეთა, არ გააკეთა, მხდალი და მშიშარაა.
მერე აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერის მიღებასა და გადადგომას შორის, ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. იქ არ ვიცი, დააშინეს თუ რა უთხრეს, შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მგონია, რომ ეს მხდალი გადაწყვეტილება იყო“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.