LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენები საკარანტინო სივრციდან არიან

132
ezugbaia-2

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, ერთი საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი კი საკარანტინო სივრციდან არიან. მარინა ეზუგბაიას განმარტებით:

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 წყაროს მოძიება გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმედ ფასდება. დანარჩენ პაციენტებთან კი დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული 2 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მეორე კი ჯერ კიდევ მძიმე კოვიდინფიცირებულთა სიაში ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g