,,დღეის მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 22 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. „31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონას, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება“,-აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.
ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 119 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 29 რეგულარული რეისი შესრულდება.
