LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 დღის კოვიდინფიცირებული ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ინფიცირების წყარო ნათესავები არიან

73
ციციშვილის კლინიკა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი ციციშვილის კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ჩვილის ინფიცირების წყარონათესავები არიან, რომლებიც ჩვილის სანახავად იმყოფებოდნენ.

მაია ჩხაიძის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მონიტორინგისქვეშ იმყოფება.

„ ბავშვის სანახავად იყვნენ ნათესავები, იქიდან მოხდა დაინფიცირება. ბავშვი ამჟამადარ არის მძიმე, უბრალოდ, ძალიან პატარა არის, 15 დღის, რეანიმაციის განყოფილებაშიდაკვირვების და მონიტორინგის ქვეშ არის“,-აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g