LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ძლიერი ტალღა შესაძლებელია ოქტომბერში განვითარდეს

176
befunky-collage-10-2020-03-26_07-43-49_203153

საქართველოში ყოველკვირეული სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო 5 კვირის მანძილზე მატების ტემპი საკმაოდ მნიშვნელოვანია. პირველი 3 კვირა შემთხვევების რაოდენობა ორმაგდებოდა. მაგალითად, თუ აპრილსა და მაისში, კვირის განმავლობაში 200-300 შემთხვევა გვქონდა, ახლა, ბოლო კვირის მონაცემით, უკვე 7 800-ია. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ევროპაშიც შემთხვევების მატების ზუსტად ანალოგიური დინამიკაა. ივანე ჩხაიძის შეფასებით, ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო.

„ივლისის თვე მკვეთრად გამორჩეულია, ივნისის თვის დასაწყისთან შედარებით. ის რაც, ახლა ხდება გარკვეულწილად ახსნადია და ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით.

მას შემდეგ რაც გამოჩნდა, „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი, ცნობილი იყო, რომ აუცილებლად მოიტანდა შემთხვევების მატებას, ვინაიდან დღეს ცნობილ ვირუსებს შორის, BA5  ყველაზე იოლად და სწრაფად გავრცელებად ვირუსად განიხილება. ასეთ ვირუსად ცნობილია წითელა, რომელიც გავრცელების მართლაც სწრაფი ტემპით გამოირჩევა – წითელათი ინფიცირებული 1 ადამიანი მის გარშემო 16-დან 18 ადამიანამდე აინფიცირებს. წითელას გადაუდებლობას გაუტოლდა „ომირკონის“ მეხუთე ქვევარიანტის გადამდებლობა.

სწორედ ამით არის ახსნილი ყველა ქვეყანაში შემთხვევათა მატება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა „ომიკრონის“ ეს ქვემუტაცია, უკვე დროის ფაქტორი იყო, როდის დაიწყებოდა მატება და მართლაც, ასე მოხდა.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს გახლავთ ზაფხული, უფრო მეტი კომუნიკაცია, კონტაქტი, უფრო მეტი მობილობა, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვება შემთხვევების გაზრდა, მაგრამ ყველაზე საგანგაშოა შემთხვევების მატების განმაპირობებელი მესამე ფაქტორი – ეს არის დაავადების გადატანისა და ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული იმუნიტეტის დროში შემცირება. დროთა განმავლობაში არც დაავადების გადატანისა და არც ვაქცინის გაკეთების შემდეგ მიღებული იმუნიტეტი არ არის ხანგრძლივი. საშუალოდ, 6 თვეს გრძელდება ეს დაცვა.

თუ თქვენ იანვარ-თებერვალში გადაიტანეთ „ომიკრონი“ და ეს არის მეექვსე ტალღის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტი ინფიცირებული იყო საქართველოში. თებერვლისა და მარტის თვიდან დაწყებული, 6 თვის შემდეგ, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წლის დასაწყისში გადაიტანა „ომირკონის“ პირველი და მეორე მუტაცია, უკვე არ აქვს დაცვა ახალი მუტაციის წინააღმდეგ და რეინფიცირების მაჩვენებელი უკვე ყოველკვირეულად მატულობს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ, თუ როდის შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ოქტომბრის თვეზე.

„ამ აქცენტის უკან პირველ რიგში დგას იმუნიტეტის შემცირების ფაქტორი, ასევე, სეზონურობა, კორონავირუსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რესპირაციული ვირუსი, უფრო მეტად ვრცელდება დახურულ სივრცეში, წელიწადის ცივ პერიოდში, ვინაიდან ამ დროს უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს ოთახებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც განიავების პროცესი ნაკლებია.

რისკები მატულობს. შესაძლებელია ოქტომბერში განვითარდეს ყველაზე ძლიერი ტალღა კორონავირუსის პანდემიის.

ფხაკაძე: „საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო…ის ყველას შეხვდება… მე გაგაფრთხილეთ – ერთი ადამიანი ვარ და მხოლოდ ლაივებით სიტუაციას ვერ შევცვლი”

საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია გარკვეულწილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტალღა, ვინაიდან შემთხვევებმა მატება დაიწყეს, მაგრამ ოქტომბრის მოლოდინი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მოლოდინიდან გამომდინარე ვაქცინაციის ახლა, ივლისის თვეში ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოქტომბრისთვის ის ადამიანები, რომლებმაც ახლა ჩაიტარეს ვაქცინაცია, ივნისსა და ივლისში იქნებიან მათი იმუნური ძალების პიკზე. ვაქცინით მიღებული იმუნური დაცვა პიკზე იქნება სწორედ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის განმავლობაში.

სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, ივნის-ივლისის თვეში ჩატარებული ვაქცინაციის მნიშვნელობას.

საუბარია „ბუსტერ“ დოზაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმის, რომ ახლა საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ვაქცინაციის პროცესს. ადამიანებმა, რომლებმაც ეს არ გააკეთეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილი არ იყო და ყველაზე მძიმე მუტაცია „დელტა“ ცირკულირებდა, ახლაც არ გაიკეთებენ ვაქცინას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გამყრელიძე: ვინც აცრილი არ არის, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი – „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ნიღბის ტარების ვალდებულება

პოპულარულები