LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 იდეა შემოდგომის სასიამოვნოდ გასატარებლად

29
1000-60a14476eca81247296dba9f0239873c

ზაფხული ისევ პანდემიის ელფერით იყო მოცული და ძალიან მალე გავიდა. შემოდგომა სასიამოვნო ამინდებით გვანებივრებს და ასეთ დროს შინაგანი კომფორტის მიღწევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ყოველი წუთით ტკბობას თუ შევძლებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ გარშემომყოფებსაც ძალიან გავაბედნიერებთ.

ფსიქოლოგებს აქვთ რამდენიმე იდეა, თუ როგორ უნდა გავხადოთ შემოდგომა განსაკუთრებული.

1. იყიდეთ შარფი ან სვიტერი, თქვენთვის უჩვეულო ფერის.
2. მოამზადეთ კერძი გოგრისგან.
3. საშემოდგომო გასეირნებისთვის საუკეთესო პარკების სია შეადგინეთ.
4. იყიდეთ უზარმაზარი ფაზლი და საყვარელ ადამიანებთან ერთად ააწყეთ.
5. შემოდგომის არომატის მქონე სუნამო იპოვეთ.
6. გაიღვიძეთ ცოტა ადრე, მოიმზადეთ ყავა და განთიადს უახლოეს პარკში შეხვდით.
7. დაახარისხეთ ტანსაცმელი და ზედმეტი ნივთები ვინმეს აჩუქეთ.
8. მოაწყეთ კინოს საღამო.
9. გაისეირნეთ ავტომობილით წვიმიან ამინდში.
10. წაიკითხეთ წიგნი უცხო ენაზე.
11. დაბეჭდეთ ზაფხულის ფოტოები.
12. შეეცადეთ დღეში 6 ათასი ნაბიჯი გაიაროთ.
13. გადით ქალაქგარეთ სასეირნოდ.
14. გაასუფთავეთ ტელეფონი ზედმეტი ფოტოებისა და აპლიკაციებისგან.
15. იზრუნეთ მეტი თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები