LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება

104
China Eastern Airlines

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 15 ივლისიდან, China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ იფრენს.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.