LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

140
2026-08-15_00-10-10_926094

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.

ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

თბილისის გარკვეულ უბნებს არ მიეწოდებოდა არც ელექტროენერგია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები