LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება“ – თბილისის მერია

109
გაწმენდითი სამუშაოები

„ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია“ – თბილისის მერია

როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.

„მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები