საქართველოში შიდა ფრენები 15 ივნისიდან განახლდება. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Vanilla Sky ავრცელებს.
Vanilla Sky -ის ცნობითვე, ქართული ავიაკომპანია Ak-Air Georgia, რომელიც შიდა ფრენებზეა ორიენტირებული, 15 ივნისიდან რეისებს შეასრულებს თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიას და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებზე.
ავიაბილეთების დასაჯავშნათ და მეტი ინფორმაციის მისაღებად Vanilla Sky-ს უნდა დაუკავშირდეთ.
„სულ მალე შეგატყობინებთ ფრენების განრიგს“, – აცხადებენ Vanilla Sky-ში.