გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექიანი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღესაც შენარჩუნდება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გაააქტიუროს.
დასავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 23 გრადუსამდე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი 21-დან 26 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღის მეორე ნახევარში თბილისში კვლავ ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 15 მაისს დღის საათებიდან უკვე მთელ საქართველოში გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად მომატება და შედარებით უნალექო ამინდი 18 მაისიდან არის მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 30 გრადუსს გადააჭარბოს.