LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ნათელი დღე, შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი…“ – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1245
2026-04-07_01-22-12_979396

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება – მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.

თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი. მოკლედ: ერთი ნათელი დღე – შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.

დღეს ხარებაა – გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული… გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს“, – წერს მეტეოროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g