LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

5591
ნანიკო ხაზარაძე

საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომ ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა, ტელეწამყვანი ეხმაურება.

გადაცემა „სარკასტიკამ“ აღნიშნულ თემაზე ნანიკოს დაურეკა.

„დაე ილაპარაკონ, ვისაც რა უნდა, ხალხის ფანტაზიაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს უფრო კარგ ვერსიებს მოიგონებს, მიმიცია მათთვის სრული თავისუფლება.

ორი ოფიციალური ქმარი მყავდა და გავშორდი მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, შვილი მყავდა ერთ-ერთთან და გავშორდი, მკითხე მაშინ ჩემს ქმართან წინაპირობა…ყველაფერი იწყება და მთავრდება ასე დასრულდა აქაც,“ – აღნიშნა ნანიკომ.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი ნაღზაიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოება ამას არ დაიჯერებს, რაზედაც ნანიკო ხაზარაძემ უპასუხა…

„ნუ დაიჯერებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც როგორ უნდა, ზუსტად ისე იფიქროს.

არანაირი უთანხმოება არ მომხდარა ჩემსა და გიას შორის, დღესაც ვნახე და კარგად ჩავკოცნე და ვიჭუკჭუკეთ ერთმანეთში…ყველაფერი სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება, დამთავრდა უბრალოდ და ასე გავაგრძელე ცხოვრება…“ – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g