ნანიკო ხაზარაძე პოდკასტში „ჩვენ“ მამის დემენციის შესახებ საუბრობს და ზოგადად, ამ დაავადების სირთულეზე აკეთებს აქცენტს:
„ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა, მამაჩემის წაყვანა პანსიონატში. მეტი არაფერი გამჭირვებია. ყოველდღე რომ დგებოდე და ახლიდან იწყებდე სამყაროს აღქმა, ახლიდან იწყებდე ადამიანების გაცნობას, სულ გაუცხოვებული ხარ, ვიღაც რომ გეცნობა, ისიც სულ გეჩხუბება, ამიტომ ავტომატურად ხდები აგრესიული. სულ ვეჩხუბებოდი, მამა, მე ვარ შენი შვილი, ახლა არ არის ზამთარი, არის ზაფხული და ამის გამო ხდებოდა აგრესიული. აგრესია ახლავს ამ დაავადებას. რაც უნდა მზად იყო, შენი სისხლი და ხორცი რომ გეუბნება, ვინ ხარო, იწყებ ჩხუბს, როგორ ვერ გაიგე, ვინ ვარ… გიყურებს, სახლი უნდა წამართვა?..“
