ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სიბერეში ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ცხოვრების პანსიონატში გაგრძელებას გეგმავს.
მისი თქმით, შვილისთვის ტვირთად დაწოლას არ გეგმავს.
ჟურნალისტი რამდენიმე ბინისა და აგარაკის მფლობელია, და ნანიკოს განმარტებით, გადაწყვეტილებას არა უსახლკარობა ან ფინანსური გაჭირვება, არამედ პირადი დამოუკიდებლობა და შვილზე ზრუნვა განაპირობებს.
ამ თემაზე მან პოდკასტში „სარკასტიკა” ისაუბრა და საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა.
„როგორც კი პრობლემა შემექმნება, წავალ პანსიონატში, რომ ჩემს შვილს არ დავაწვე ტვირთად. რაც შეეხება სახლს, მაქვს რამდენიმე სახლი. გაბაშვილის ქუჩაზე მაქვს ერთი ბინა, ბაგებში მაქვს მეორე ბინა, რომელიც ჩემი ყოფილი ქმრის იყო, გაუჭირდა და გამოვისყიდე მე. გარიყულაზე მაქვს სახლი, გუდაურში მაქვს ორი აგარაკი და ბათუმში აქვს კიდევ ჩემს შვილს. ხელფასს რაც შეეხება, ძალიან ბევრი მქონდა. თქვენ ხომ არ გგონიათ რომ სულ სახლები მქონდა?! პირველ ქმარს რომ დავშორდი, ნაქირავებში ვცხოვრობდი. დედაჩემმა ბავშვი წაიყვანა და ძალიან გაჭირვებით ვცხოვრობდი, დიდი შრომის შედეგად მაქვს, რაც მაქვს”, – ამბობს ტელეწამყვანი.
