ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ქეთო ანთიძის პოდკასტის „ჩვენ“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გია ჯაჯანიძესთან მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ნანიკო აღნიშნავს, ჯაჯანიძესთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.
„ჯაჯოსთან რაც დამემართა ეს ერთ-ერთი ინციდენტი იყო. მასზე მუდამ ვიცინი და არა დავცინი. თუმცა მომხდარზე ძალიან ვინერვიულე, რადგან ნამდვილად გადავამეტე.
იმდენი ბოდიში ჩემს ცხოვრებაში არავისთვის არ მომიხდია. ეს ყველაფერი ჩემი და ჯაჯოს ურთიერთობაზე არ ასახულა და ისევ ისე გვაქვს კონტაქტი“, – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
„გთხოვთ, არ დამირეკოთ… დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა“ – ნანიკო ხაზარაძე
