ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. „ჩვენი ოჯახის“ მორიგი გადაცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ნანიკომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ამ თემაზე ვრცლად საუბარს არ აპირებს.
„დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა… გთხოვთ, არ დამირეკოთ და ნუ მომწერთ… ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის. ცხოვრება გრძელდება,” – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
