LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სა­ერ­თოდ, ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობ ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს…“ – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე

8754
გია ჯაჯანიძე

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედი“ ნანიკო ხაზარაძემ დატოვა, საზოგადოებაში საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ორნელა მუტის სტუმრობა გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“, სადაც ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც ორნელას სახელი შეეშალა, სახელი შეუსწორა და თავში მსუბუქად წაარტყა ხელი, რამაც გია ჯაჯანიძის გაბრაზება გამოიწვია.

„გთხოვთ, არ დამირეკოთ… დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა“ – ნანიკო ხაზარაძე

ambebi.ge დაუკავშირდა გია ჯაჯანიძეს და მასთან ვრცელი კომენტარი ჩაწერა მომხდარ ფაქტთან და ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„სა­ერ­თოდ, ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობ ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს. ხომ გი­თხა­რით, ძა­ლი­ან გვი­ან ჩა­მოვფრინ­დი და არც მი­ნა­ხავს კო­მენ­ტა­რე­ბი. ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც ამ­ბობს, რომ სამ­სა­ხუ­რი დავ­ტო­ვე, რაც არ უნდა იყოს, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის ასე­თი ლან­ძღვა და შე­უ­რა­ცხყო­ფა. მოხ­და და გა­ი­ა­რა, იმ წამს, უნებ­ლი­ედ მოხ­და.

ჩვენ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს (ხომ ხე­დავთ გვქონ­და -მეთ­ქი არ ვამ­ბობ), შე­იძ­ლე­ბა იმ წუ­თას ორ­ნე­ლა რომ იყო მო­მე­რი­და, შე­იძ­ლე­ბა ავ­ყო­ლო­დი კი­დეც, მაგ­რამ მეც ხომ არ გა­ვარ­ტყამ­დი. მე უბ­რა­ლოდ ვერ ვუ­ყუ­რებ ნა­ნი­კოს „იმე­დი­დან” წას­ვლას. როცა არ­სე­ბობს ღა­ლა­ტი, ტრა­გე­დია და სიკ­ვდი­ლი, არა­ფე­რი – არა­ფე­რია…“

ვრცლად ინტერვიუს წაიკითხავთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g