LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანიკო ხაზარაძემ ძალიან განიცადა, შეწუხდა… პატარა ბავშვს რომ ეტყვი, შენ ჩაქრიო, ზუსტად ეს ჟესტი იყო…“ – რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ

1287
2026-05-25_12-28-50_194285

გია ჯაჯანიძე იმ სკანდალური ეთერის შესახებ საუბრობს, სადაც იტალიელი ვარსკვლავის, ორნელა მუტის სახელი შეეშალა და ნანიკო ხაზარაძემ მას შეცდომა შეუსწორა, შემდეგ კი ხელი მსუბუქად გაჰკრა. ამის შემდეგ ნანიკომ „იმედი“ დატოვა.

„სა­ერ­თოდ, ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობ ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს…“ – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე

გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ ნანიკო ხაზარაძე ამ ინციდენტით თავად არის შეწუხებული:

„შეცდომა ყველას მოსდის. ღმერთმა ამაზე მეტი შეცდომა არ დამაშვებინოს ცხოვრებაში. ეს იყო მექანიკური შეცდომა.

ნანიკო ხაზარაძემ პროფესიონალია და ძალიან კარგი ადამიანია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენ შორის პატარა წალაპარაკებასაც ვერ იპოვით. იმ წუთში ეთერში რაც მოხდა, ჩემი დაბნეულობა იყო მიზეზი. მე ვიცი, როგორც იყო. პატარა ბავშვს რომ ეტყვი, შენ ჩაქრიო, ზუსტად ეს ჟესტი იყო, მაგრამ ამას ხალხს ხომ ვერ გააგებინებ? მერე ჩვენ, ყველამ ერთად ვიცინეთ ამ თემაზე.

ანუ გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ ან არხის ხელმძღვანელობამ საყვედური არ უთხარით ნანიკოს?

არაფერი, არაფერი. ამ თემაზე არ მინდა საუბარი. მესმის, რომ ყველასთვის დაუჯერებელია, მაგრამ ერთმანეთისთვის საყვედურებიც კი არ გვითქვამს. მოხდა და მოხდა…

რატომღაც ეს ამბავი და ნანიკოს წასვლა „იმედიდან“ ერთმანეთს ძალიან დაემთხვა…

ნანიკო არავის გაუშვია. თავისით წავიდა. ეს უკვე მისი საქმეა. მე მისთვის ისიც კი არ მითქვამს, რატომ წახვედი, რა მოხდა-მეთქი. დღესაც შევხვდი მას. ეს არ იყო ის ინციდენტი, რაც ხალხმა ააგორა. მე რომ მის მიმართ წყენა მქონოდა, მართლა ვიტყოდი… რაც შეეხება ნანიკოს, ძალიან განიცადა, შეწუხდა…“

„გთხოვთ, არ დამირეკოთ… დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა“ – ნანიკო ხაზარაძე

გია ჯაჯანიძე ამავე ინტერვიუში იხსენებს, რა უთხრა მას ორნელა მუტიმ ეთერის დასრულების შემდეგ:

„კომპლიმენტები ვუთხარით ერთმანეთს. ძირითადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოთი აღფრთოვანებული იყო… 3-4 დღე იყო აქ და საქართველო ძალიან მოეწონა… ჩვენთან რომ მოვიდა, პირველი, რაც გავაკეთე, ტელეფონი გავხსენი და ვაჩვენე სახლის შესასვლელში გაკრული მისი დიდი პლაკატი. გაგიჟდა სიხარულისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g