მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, როგორც ემიგრანტი, თავის ცხოვრების ბოლო პერიოდზე გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ საუბრობს. გადაცემის წამყვანი მომღერალს უსვამს კითხვას, როგორია გზა ფილარმონიიდან და „ევროვიზიის“ სცენიდან „ამაზონის“ კურიერობამდე.
„საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ემოგრანტობა. მოვსინჯე ასევე მუშაობა დელივერი მიმართულებით, მათ შორის „ამაზონზეც“… ბევრს ჰქონდა კითხვა, რატომ ვმუშაობდი იქ. ძალიან მაგრად ვმუშაობდი საქართველოში. რომ გავჩერდი, ამან ფინანსურად ძალიან დამარტყა…“
