LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა კესანე გაჩნდა და დავინახე იქ წავიშალე…მას შემდეგ ემოციებისგან 8 კილო დავიკელი“ – ნოდიკო ტატიშვილი

1409
2026-04-19_00-07-42_170194

ნოდიკო ტატიშვილი გადაცემაში „შუადღე live“ თავისი შვილისა და მამობის შემდეგ განცდილი ემოციების შესახებ საუბრობს.

როგორც მომღერალი ამბობს, შვილის პირველად ნახვის ემოციების შემდეგ წონაში 8 კილოგრამი დაიკლო.

„როცა კესანე გაჩნდა და დავინახე იქ წავიშალე…მას შემდეგ ემოციებისგან 8 კილო დავიკელი. უყურებ შენს სისხლსა და ხორცს, ხვდები რომ იმ წამებში სხვა ადამიანი გახდი. ხვდები რომ მამა ხარ და შენი ცხოვრება მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის. სამი თვით ვიყავი წასული და როდესაც ჩამოვედი, დამინახა, მიყურა და ხელები გამოიშვირა ჩემსკენ. ჩამეხუტა, მხარზე თავი დამადო და ბევრი იტირა. სახეზე მეფერებოდა პატარა ხელებით.

არ მინდა ეგოისტი მშობელი ვიყო, რადგან ეს ბავშვისთვის ძალიან ცუდია. მინდა რომ ჩემი შვილი თავისუფალი გაიზარდოს. არ ვაპირებ საზღვრები დავუწესო“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის და მისი მეუღლის, თათია ერქვანიძის ქალიშვილი, პატარა კესანე 7 აპრილს 5 თვის გახდა.

„მამასი“ – ნოდიკო ტატიშვილი უსაყვარლესი შვილის ფოტოს გვიზიარებს

„მამას გოგო“ – ნოდიკო ტატიშვილისა და თათია ერქვანიას კესანე ოთხი თვის გახდა

ვიდეო: „გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს“ – მხიარული კადრები ნოდიკო ტატიშვილის გოგონას ნათლობიდან

ფოტო: „მამასი, 5 თვის“ – ნოდიკო ტატიშვილი ქალიშვილის, კესანეს ახალ ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g