LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელ დავით სხირტლაძისა და სალი ჯანაშვილის გრანდიოზული ქორწილი ათენში: „ეს ადგილი ორი წლის წინ დავჯავშნეთ… ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ქორწილში იახტით მისვლა იყო…“

2202
მომსახურების სააგენტო (1)

ფეხბურთელი, დავით სხირტლაძე და მისი რჩეული სალი ჯანაშვილი 4 ივნისს დაქორწინდნენ. როგორც სალი fortuna.ge-ს უყვება, პატარა ქორწილი უკვე ჰქონდათ, ახლა კი უკვე მასშტაბური აღნიშვნა დაგეგმეს. წყვილს ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ესტუმრნენ, სტუმრებმა ქორწილიდან ულამაზესი კადრები გაგვიზიარეს

სალი ჯანაშვილი:

„ჩვენ ორწლინახევრის წინ გვქონდა პატარა ქორწილი საქართველოში, მაგრამ ახლა დიდი ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ ათენში — „აილენდ ათენს რივიერაზე“ (Island Resort Athens Riviera). ეს არის მსოფლიო დონის ვარსკვლავების საყვარელი, ძალიან ცნობილი სანაპირო, სადაც წინა წელს ნაომი კემპბელს ჰქონდა დაბადების დღე. ადგილი ორი წლით ადრე გვქონდა დაჯავშნილი, რადგან სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა.

ქორწილი საღამოს 5 საათზე დაიწყო. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ჯადოსნური მომენტი, ალბათ შემოსვლა იყო. ულამაზესი იახტით მოვადექით სანაპიროს, საიდანაც გადმოვედით და ხიდზე შეკრებილ სტუმრებს შევუერთდით. ისინი ოვაციებითა და მქუხარე ტაშით დაგვხვდნენ, საქორწინო ადგილას კი სიმბოლურად ბეჭდები გავცვალეთ.

ძალიან ემოციური იყო ისიც, რომ ჩვენს ქორწილს დაესწრო ჩვენი 10 თვის შვილი, რომელიც საოცარი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ ულამაზეს დღეს. სიმართლე ითქვას, ეს დიდი ქორწილი ამიტომაც გადავიხადეთ – გვინდოდა, ჩვენი შვილიც ყოფილიყო ამ დღეს ჩვენთან ერთად”, – ამბობს სალი ჯანაშვილი.

ამ გამორჩეული დღისთვის პატარძალს ულამაზესი, დახვეწილი საქორწილო კაბა ეცვა, ხელში კი ნაზი, თეთრი შროშანების თაიგული ეჭირა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, წყვილმა საბერძნეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულ და პრესტიჟულ ლოკაციაზე,  „აილენდ ათენს რივიერაზე“ ფოტოსესია გამართა. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების საყვარელი სივრცეა.

შთამბეჭდავი გამოდგა წყვილის რომანტიული ცეკვა, რომელმაც სტუმრები განსაკუთრებულად მოხიბლა.

მოგვიანებით კი გაიმართა ულამაზესი, თეთრი ტორტის გაჭრის ცერემონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g