LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელ დავით სხირტლაძისა და სალი ჯანაშვილის ბერძნული ქორწილის ფოტოსესია: „ჩვენს ქორწილს დაესწრო ჩვენი 10 თვის შვილი, რომელიც საოცარი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ ულამაზეს დღეს…“

4230
დავით სხირტლაძდე

ფეხბურთელმა დავით სხირტლაძემ და მისმა რჩეულმა სალი ჯანაშვილმა ახლახან საბერძნეთში ქორწილი გადაიხადეს. პატარძალი და სიძე სტუმრებთან იახტით მივიდნენ. ქორწილს ესწრებოდა მათი უსაყვარლესი ქალიშვილიც.

„ძალიან ემოციური იყო ისიც, რომ ჩვენს ქორწილს დაესწრო ჩვენი 10 თვის შვილი, რომელიც საოცარი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ ულამაზეს დღეს. სიმართლე ითქვას, ეს დიდი ქორწილი ამიტომაც გადავიხადეთ – გვინდოდა, ჩვენი შვილიც ყოფილიყო ამ დღეს ჩვენთან ერთად…“, აღნიშნა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში პატარძალმა.

ახლახან სალიმ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც ქორწილის ბედნიერ დღეს არის გადაღებული.

ფეხბურთელ დავით სხირტლაძისა და სალი ჯანაშვილის გრანდიოზული ქორწილი ათენში: „ეს ადგილი ორი წლის წინ დავჯავშნეთ… ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ქორწილში იახტით მისვლა იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები