მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მორიგ ამინდის პროგნოზსს გვიზიარეს, სადაც აღნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში დათბება.
„მომდევნო დღეებში საქართველოში საგრძნობლად დათბება.
დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთში სითბოს ფონზე საღამოობით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +23, +25 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთის დაბლობზე +25, +27 გრადუსამდე.
გაზაფხულის ძალა – მზიანი დღეები და სითბო ისევ ბრუნდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ვარდობის თვე იყოს ახალი დასაწყისის და თქვენი ბედნიერების სიმბოლო“, – წერს კობა ფარტენაძე.
