LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, სეტყვა, ელჭექი – 4 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

513
ამინდის პროგნოზი

„4 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი“ – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა პირველ არხთან საუბრისას აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, დღეს მოსალოდნელია ტემპერატურის სამი გრადუსით დაკლება.

„აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია, სეტყვა ელჭექი და ქარის გაძლიერება.

რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32-34 გრადუსია მოსალოდნელი“, – აცხადებს დოდო გვაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები