LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახებს“ – როდის ველოდოთ საქართველოში ტემპერატურის მატებას

1128
2026-07-20_01-24-12_826996

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„ორი- სამი დღეც ცოტათი შეგვაწუხებს ღრუბლიანობა და ზოგან მცირედად გაწვიმდება,
მაგრამ კვირის მეორე ნახევრიდან ბუნება ზაფხულის ნამდვილ სახეს დაგვანახებს, მზიანი და ცხელი დღეები დაიწყება, ისეთი, რომელიც ამ სეზონს ყველაზე მეტად უხდება.

თითქოს ღრუბლები მხოლოდ მცირე ხნით შემოგვივლიან სტუმრად, შემდეგ კი მზის ოქროსფერი სხივები კვლავ დაიკავებენ ცის სცენას და ზაფხული თავისი სითბოთი და ენერგიით დაგვიბრუნდება“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები