LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს“ – უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ „ფორტუნასთან“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი საუბრობს

771
ამინდის პროგნოზი

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში +30 გრადუსამდე დათბება – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდები 7 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.

„დასავლეთ საქართველოში, 7 ივნისის დღის ბოლოს შესაძლებელია გაწვიმდეს. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება 25-დან 30 გრადუსამდე.

ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონშიც. მოსალოდნელია 24-29 გრადუსი სითბო. ზოგ რაიონში, დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 27-დან 29 გრადუსამდე მოიმატებს“, – განუცხადა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g