LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება 14 მაისს – მეტეოროლოგის უახლესი პროგნოზი

336
2026-05-14_00-11-29_000671

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში 14 მაისის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„14 მაისი – ცხელი და მზიანი დღე, შემდეგ ქარიანი წვიმა, მაისის სიურპრიზი ამინდის მხრივ!

ხვალ, 14 მაისს საქართველოში მზიანი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში +30 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო ზოლში +28, აღმოსავლეთ საქართველოში +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალვე, გვიან საღამოს უეცარი დათბობის ფონზე, სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 15-16 მაისს მთელს ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურის დაკლებასთან ერთად ყველგან იწვიმებს, ზოგან ძლიერად.

გისურვებთ – მაისის სითბო გულებში დაგრჩეთ, წვიმას კი ნაყოფიერება მოტანოს თქვენთვის…“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g