LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

113
tsvima-qari-da-elcheqi_w_h

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები