LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგი ამინდის პროგნოზს გვიზიარებს

561
2026-07-13_23-06-05_713750

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„უახლოეს დღეებში – დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა ელჭექით. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ნალექი შესაძლოა იყოს ძლიერი და თან ახლდეს სეტყვა.

სანაპირო კურორტებზე დღის საათებში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვა მშვიდი იქნება, რაც ხელს შეუწყობს დასვენებასა და ტურისტულ აქტივობებს.

გაითვალისწინეთ საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელი ნალექი და ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში.
სასიმოვნო დღეებს გისურვებთ“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები