LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მილიონიანი ინვესტიცია – თბილისში ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გაიხსნა

434
109683544-3178883395534631-3382578092475737549-o

მოხარულები ვართ, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა – ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ასაშენებლად 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჰიპერმარკეტში, რომელიც 12 000 კვმ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება როგორც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი საშენი მასალები, ასევე ქართული მასალები.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული ჰუალინგ ჯგუფის“ ეს პროექტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს – იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო,“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიჰაუსის“ ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g