LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თებერვლიდან, დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველდღიური იქნება

97
katar

ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways  საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან, განახლდება რეგულარული ოპერირება დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე. ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Qatar Airways-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2021 წლის 3 თებერვალს მიენიჭა. Qatar Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები