LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს, “ომიკრონი” დელტა შტამს ჩაანაცვლებს – დევი ტაბიძე

141
1587040101-დევი-ტაბიძე1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და დელტა ვირუსს ჩაანაცვლებს.

“დელტა ვირუსი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმის იმედად, რომ მე-5 ტალღიდან გადავედით მე-6 ტალღაზე და დელტა ვირუსი აღარ არის, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სწორ შეფასებას. 15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს და პრაქტიკულად ჩაანაცვლებს კიდეც დელტა ვირუსს ომიკრონი. ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას,”- ამბობს, დევი ტაბიძე.

ფხაკაძე: “ომიკრონი” გადაუვლის საქართველოს, ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში გამორჩეული იქნება.

“ომიკრონი იწვევს შედარებით ნაკლებ მიმდინარეობას, სიმძიმის მიხედვით. ასევე, ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჭირდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება.

ძირითადი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება პირველადი ჯანდაცვის ფონზე იმიტომ რომ ინფიცირებულები ადამიანების დიდი რაოდენობა დარჩება ბინაზე, მათ დასჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, ექიმის კონსულტირება,” – განმარტავს, ივანე ჩხაიძე.

“ომიკრონი მსუბუქად კი მიმდინარეობს, მაგრამ ინფიცირებულები არ უნდა დადიოდნენ მაღაზიებსა და ქუჩებში” – გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში იზოლაციის ვადები შემცირდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები