LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონი მსუბუქად კი მიმდინარეობს, მაგრამ ინფიცირებულები არ უნდა დადიოდნენ მაღაზიებსა და ქუჩებში” – გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში იზოლაციის ვადები შემცირდება

1752
1

უახლოეს პერიოდში საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროტოკოლები უკვე შემუშავებულია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნება:

“ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს ახალი პროტოკოლები, როგორც კონტაქტირებულების, ისე ინფიცირებულების.

დღეს და ხვალ სამინისტროში ამ პროტოკოლების განხილვა იქნება, ანუ უფრო შემოკლდება იზოლირების – როგორც ინფიცირებულებში, ისე კონტაქტირებულებში ვადა – ამას სამინისტროში განვიხილავთ და, ალბათ, მომავალ 2-3 დღეში ისინი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგინდება.

ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს რეკომენდაციები აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს და სხვადასხვა ორგანიზაციას.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იზოლაციის მკაცრად დაცვას, კი მსუბუქად მიდის, მაგრამ სასურველია, რომ ეს ადამიანები არ დადიოდნენ მაღაზიებში და არ დადიოდნენ ქუჩებში” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

აშშ-ში იზოლაციის დრო 5 დღემდე შემცირდა – რა ინფორმაციას ავრცელებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g