15 წლის გოგო, რომელიც 11 ივნისს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალში ადასტურებენ.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა
გავრცელებული ცნობით, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცნობისათვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მოზარდი ავტომობილს დაეცა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.