LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-18 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

126
FORTUNA.GE- (1)

16-18 მარტს სინოპტიკოსები საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას ელოდებიან.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად.

შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების განცხადებით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების წარმოქმნა – გააქტიურება გამოიწვიოს.

magti 5g