ბოლო 24 საათის მონაცემებით, გურიაში COVID-19-ის 16 ახალი დაინფიცირებული, “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები და მათი კონტაქტები არიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 44 სკოლაში დღეიდან სწავლის დისტანციური რეჟიმი ამოქმედდა. დაბა ლაითურში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისე ძალაში რჩება.
სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სოფელ რუხისა და სოფელ ინგირის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს დაუდასტურდათ. სულ ინფიცირებულია 14 მოსწავლე.
რაც შეეხება სოფელ დიდინეძის მოსწავლეებს – მათ ვირუსი არ დაუდგინდათ და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ, სკოლა კი სწავლებას განაგრძობს. მოსწავლეების ინფიცირების წყარო დადგენილია და ის რეპეტიტორია.